მოდრიჩი სეზონის ბოლოს მადრიდის რეალიდან წასასვლელად მზადაა
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მზადაა სეზონის ბოლოს გუნდი დატოვოს.
გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ხორვატი თითქმის შეეგუა იმას, რომ ზაფხულში მოუწევს "სამეფო კლუბთან" დამშვიდობება.
თუ ვითარება არ შეიცვალა, მოდრიჩი მადრიდის "რეალს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რადგან ფეხბურთელს კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.