BREAKING: კროოსმა გერმანიის ნაკრებში დაბრუნების შესახებ გამოაცხადა
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში ბრუნდება.
ნახევარმცველი სურვილია საშინაო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს, რომელიც ზაფხულში გაიმართება.
"მარტში გერმანიის ნაკრებში კვლავ ვითამაშებ. რატომ? იმიტომ რომ მთავარმა მწვრთნელმა მთხოვა ამის გაკეთება.
მე მზად ვარ ამისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ შეგვიძლია ბევრად მეტს მივაღწიოთ, ვიდრე ახლა ბევრს წარმოუდგენია“, - წერს კროოსი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის ნახევარმცველს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის შემდეგ არ უთამაშია.