ობამეიანგი ევროპის ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა

ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "მარსელი" დონეცკის "შქხტარს" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
"მარსელის" მხრიდან პირველი გოლი გაბონელმა ფორვარდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა.
ამრიგად, გაბონელმა ტურნირის ისტორიაში გატანილი გოლების მხრივ რადამელ ფალკაოს გაასწრო და 31 გატანილი გოლით, უეფას ევროპა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.