ავტორიზაცია

BREAKING: ნაპოლიმ შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელია დასაჯოს - კლუბი ორ ვარიანტს განიხილავს

BREAKING: ნაპოლიმ შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელია დასაჯოს - კლუბი ორ ვარიანტს განიხილავს
თარიღი 23 Feb 2024, 14:55
ხვიჩა კვარაცხელიას და "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელის ფრანჩესკო კალცონას ურთიერთობა არც ისე კარგად დაიწყო.

კალცონამ კვარა "ბარსელონასთან" მატჩის 68-ე წუთზე შეცვალა, მწვრთნელის გადაწყვეტილებამ ქართველი გარემარბი ძალიან გააბრაზა. 

იტალიური მედიის ცნობით, ნეაპოლის კლუბში ქართველის ქცევით უკმაყოფილენი არიან და მის წინააღმდეგ დისციპლინური სასჯელის ამოქმედებას აპირებენ.

როგორც ნეაპოლური გამოცემა Il Mattino იუწყება, გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩას დისციპლინურ დაჯარიმებაზე ფიქრობს. 

ასევე განიხილება 23 წლის ქართველი შემტევის სათადარიგო სკამზე დასმაც.