ვალენსიაში მომხდარი ხანძრის გამო ორი თამაში გადაიდო

22 თებერვალს ვალენსიაში მომხდარი ხანძრის გამო, რის შედეგადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ლა ლიგასა და ლა ლიგა 2-ში ორი შეხვედრა გადაიდო.
პირველი მატჩი რომელიც გადაიდო, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიას" და "გრანადას" დაპირისპირებაა.
პირველი მატჩი რომელიც გადაიდო, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიას" და "გრანადას" დაპირისპირებაა.
ასევე გადაიდო, ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტესა" და "ანდორას" მატჩიც.
შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილებამდე "ვალენსიამ" ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მატჩის გადადებას ითხოვდა.