ტომას ტუხელს პრემიერ ლიგაში დაბრუნება სურს

მიუხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს - ინფორმაცია რეკორდმაისტერმა დაადასტურა.
Mailsport-ის ცნობით, 50 წლის გერმანელი სპეციალისტი გუნდის დასატოვებლად მზად არის და კარიერის გაგრძელება პრემიერ ლიგაში სურს, სადაც მუშაობის გამოცდილება აქვს.
ტომას ტუხელს 2021-22 წლებში ჩელსის მთავარი მწვრთნელის პოსტი ეკავა და არისტოკრატებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.