როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ ლიონთან მატჩში?

საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართული მატჩი მეცსა და ლიონს შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო მეცის ქართველი ფორვარდი ჟორჟ მიქაუტაძე, რომელმაც ულამაზესი შესრულებით გოლი გაიტანა.
მიუხედავად მარცხისა, მიქაუტაძემ კარგი მატჩი ჩაატარა და თავის გუნდში ყველაზე მაღალი, 7.5 შეფასება მიიღო.
