საუდის არაბული გუნდები ზაფხულში დე ბრუინის შეძენას შეეცდებიან
მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში კლუბი შეცვალოს.
The Times-ის ცნობით, საუდის არაბეთის რამდენიმე უმდიდრესი კლუბი ბელგიელი ნახევარმცველის შეძენას შეეცდება.
გარდა ამისა, საუდის არაბული კლუბები შეეცდებიან მანჩესტერ "იუნაიტედის" მოთამაშე კაზემიროს და "ლივერპულის" ფორვარდს მოჰამედ სალაჰის შეძენას.