არსენალმა პრემიერ ლიგაში უნიკალური რეკორდი დაამყარა
ლონდონის "არსენალი" ბოლო პერიოდის განმავლობაში შთამბეჭდავ შედეგებს აფიქსირებს.
"მეთოფეებმა" პრემიერ ლიგის 26-ე ტურში "ნიუკასლი" (4:1) დაამარცხეს.
TNT Sports-ის ცნობით, "არსენალი" გახდა პირველი გუნდი პრემიერ ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ შვიდ ტაიმში გაიტანა ორი ან მეტი გოლი.
სერია "ლივერპულთან" (3:1) შეხვედრის მეორე ტაიმში დაიწყო, რომელიც თებერვლის დასაწყისში გაიმართა, შემდეგ კი "ვესტ ჰემთან" (6:0) და "ბარნლისთან" (5:0) თამაშებში გაგრძელდა.