მორიგი საკლუბო რეკორდი! ედერსონმა ჰარტის შედეგი გააუმჯობესა

ინგლისის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" "ბორნმუთი" დაამარცხა.
შეხვედრა "ქალაქელების" მინიმალური გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ "სიტის" მეკარე ედერსონმა ინგლისის ჩემპიონატში მშრალად შენახული კარის მხრივ საკლუბო რეკორდი დაამყარა.
ბრაზილიელ მეკარემ კარის მშრალად შენახვა 110-ჯერ მოახერხა. ამრიგად, მან ინგლისელ ჯო ჰარტის (109 თამაში) შედეგი გააუმჯობესა.