როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ დღევანდელ მატჩში?

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "კალიარის" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

ანგარიში 65-ე წუთზე ოსიმენმა გახსნა, წონასწორობის აღდგენა 90+6 წუთზე ლუვუმბომ მოახერხა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 73 წუთზე პოლიტანომ შეცვალა.
23 წლის ქართველმა გარემარბმა Sofascore-სგან 6.7 შეფასება მიიღო.
