სასუოლომ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში "სასუოლო" საკუთარ მოედანზე "ემპოლის" დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.
მორიგი წარუმატებლობა "სასუოლოს" მთავარი მწვრთნელისთვის ალესიო დიონისისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გაათავისუფლოს სპეციალისტი, რომელიც კლუბში 2021 წლიდან მუშაობდა.
ამ დროისთვის კლუბს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ემილიანო ბიგიკა უხელმძღვანელებს.