BREAKING: მადრიდის რეალმა ბაიერნის კანადელ მცველთან შეთანხმებას მიაღწია

მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა ალფონსო დევისმა მადრიდის "რეალში" გადასვლაზე სიტყვიერი თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ The Athletic-ი იტყობინება.
დევისს "რეკორდმაიტერთან" მოქმედი კონტრაქტი 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 23 წლის მცველმა 18 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.