ავტორიზაცია

ოფიციალურად: კახა ცხადაძე აზერბაიჯანულ გაბალას გაწვრთნის

ოფიციალურად: კახა ცხადაძე აზერბაიჯანულ გაბალას გაწვრთნის
თარიღი 26 თებ 2024, 18:56
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე "გაბალას" გაწვრთნის.

ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

55 წლის ქართველმა სპეციალისტმა "გაბალასთან" 1.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"გაბალა" აზერბაიჯანის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 15 ქულით ბოლო მე-10 ადგილს იკავებს.