სიმონე ინძაგი 4 კლუბის რადარზეა - იტალიელ სპეციალისტს კონტრაქტი 2025 წელს ეწურება
მილანის ინტერის მთავარ მწვრთნელს, სიმონე ინძაგი 3 ინგლისური და 1 ესპანური კლუბი აკვირდება.
იტალიური მედიის ცნობით, პრემიერ ლიგიდან მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად ინძაგის მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი და ლივერპული განიხილავს, ხოლო ლა ლიგიდან ბარსელონა.
სიმონე ინძაგის ინტერთან მოქმედი კონტრაქტი 2025 წელს ეწურება და ხელფასის სახით სეზონში 5,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.