ავტორიზაცია

"ნუ თამაშობ ფეხბურთს სოციალურ ქსელებში ფოტოებისთვის", - ლეაომ მალდინისთან შეხვედრა გაიხსენა

"ნუ თამაშობ ფეხბურთს სოციალურ ქსელებში ფოტოებისთვის", - ლეაომ მალდინისთან შეხვედრა გაიხსენა
თარიღი 27 თებ 2024, 18:13
მილანის ახალგაზრდ გარემარბმა, რაფაელ ლეაომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა პაოლო მალდინისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ვინგერი "როსონერიში" მოვიდა იმ დროს, როდესაც ლეგენდარული იტალიელი კლუბში სპორტულ დირექტორად მუშაობდა.

"მალდინისთან პირველი საუბარი პოზიტიური არ ყოფილა. მან გვერდით გამიყვანა და მითხრა - "ფეხბურთს თამაშობ მხოლოდ სოციალური ქსელებში ფოტოების ასატვირთად და ეს მიდგომა გაქვს შესაცვლელი, წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩები მოთამაშედ, რომელიც სეზონში 2-3 ბურთზე მეტის გატანას ვერ ახერხებს".

პაოლო მართალი იყო. მე შევიცვალე და სულ სხვანაირად ავთამაშდი. მინდა ასევე იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებაც გავიხსენო. მან შეგვახსენა, თუ რამხელა ისტორიის მატარებელ კლუბში ვთამაშობთ. ზლატანი დამეხმარა როგორც მეგობარი, რომელმაც მაჩვენა, რომ ჩემს შესაძლებლობებს მოედანზე საზღვარი არ აქვს.

სკუდეტოს მოგების შემდეგ, შვედმა თავდამსხმელმა მითხრა, რომ მე მილანის მომავალი ვარ", - განაცხადა 24-წლის გარემარბმა, რომელიც გუნდში 2019 წელს მოვიდა. "შავ-წითლების" 10-იანის ანგარიშზეა 195 მატჩი და 52 ბურთი. აქვე დავამატებთ, მის სახელს საკმაოდ აქტიურად პარი სენ-ჟერმენს უკავშირებენ.