ბაიერნი დევისის შემცვლელად რობერტსონს განიხილავს
მიუნხენის ბაიერნის მარცხენა მცველი, ალფონს დევისი ზაფხულში გერმანიას დატოვებს და კარიერას რეალში გააგრძელებს - 23 წლის კანადელმა ფეხბურთელმა სამეფო კლუბთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
ბრიტანული მედიის ცნობით, ბაიერნი დევისი შემცვლელს უკვე ეძებს და ერთ-ერთ კანდიდატად ლივერპულის ფეხბურთელს, ენდრიუ რობერტსონს განიხილავს. transfermarkt-ის ცნობით, 29 წლის შოტლანდიელის ფასი 35 მილიონი ევროა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.
შეგახსენებთ, რომ ალფონს დევისი ბაიერნში 2019 წელს გადავიდა, კლუბის მაისურით 180 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლთან ერთად 28 საგოლე გადაცემა გაიფორმა.