მეისონ გრინვუდს ინგლისში დაბრუნება არ სურს
მანჩესტერ იუნაიტედმა ზაფხულში შესაძლოა მეისონ გრინვუდი დაიბრუნოს, რომელიც ამჟამად იჯარის წესით ხეტაფეში ასპარეზობს.
თავად 22 წლის ფეხბურთელი თვლის, რომ როდესაც სექსუალურ ძალადობაში იყო ბრალდებული, მას მანჩესტერ იუნაიტედი გვერდში არ დაუდგა და ამიტომ ინგლისში დაბრუნება არ სურს.
მეისონ გრინვუდით ხეტაფეს ხელმძღვანელობაც კმაყოფილია და სეზონის ბოლოს მის გამოსყიდვას შეეცდება - ბოლო სიტყვა კი მანჩესტერ იუნაიტედზე იქნება.