ავტორიზაცია

მილანმა ტეო ერნანდესის სატრანსფერო ღირებულება დაასახელა

მილანმა ტეო ერნანდესის სატრანსფერო ღირებულება დაასახელა
თარიღი 28 თებ 2024, 16:28
"მილანმა" შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში მარცხენა მცველის, ტეო ერნანდესის თაობაზე შეთავაზება მიიღოს. 

როგორც ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, "ბაიერნი" 26 წლის ფეხბურთელის შეძენაზე მუშაობს. 

ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფომრაციით, ფრანგი მცველის ტრანსფერით საუდის არაბეთის და პრემიერ ლიგის სხვა გუნდებიც ინტერესდებიან.

"როსონერი" თავის ვარსკვლავს 70-80 მილიონ ევროდ აფასებს.