დანი ალვეშის ქანდაკებას მის მშობლიურ ქალაქში თეთრი საღებავი შეასხეს

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელის დანი ალვეშის ქანდაკება ბრაზილიაში კვლავ თავდასხმის ობიექტი გახდა. 
Globo Esporte-ს ცნობით, ფეხბურთელის ძეგლი თეთრი საღებავით შეღებეს. 
მანამდე სკულპტურა უკვე ორჯერ დააზიანეს მოთამაშით უკმაყოფილო ადგილობრივმა მცხოვრებლებმა. 
გავრცელებული ინფორმაციით, ჯოაზეიროს მუნიციპალიტეტს ქანდაკების დემონტაჟი ვანდალიზმის გახშირებული შემთხვევების გამო სურთ. 







