მატჩის საუკეთესო: როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ დღევანდელ მატჩში?

იტალიის ჩემპიონატში გამართული მატჩი სასუოლოსა და ნაპოლის შორის, სტუმართა მარტივი გამარჯვებით 1:6 დასრულდა.

მატჩის გამორჩეული მოთამაშეები ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია იყვნენ. ნიგერიელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, კვარა კი დუბლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.
აღსანიშნავია, რომ 9.7 შეფასებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ კვარაცხელია გახდა.
