დე ლაურენტისი: "ზალცბურგიდან ჰოლანდის დამატებას 50 მილიონად ვცდილობდი"
ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
"ზალცბურგიდან ჰოლანდის დამატებას 50 მილიონად ვცდილობდი და ოფიციალური შეთავაზებაც მზად მქონდა, თუმცა, მინო რაიოლამ მითხრა, რომ მისი მომავალი უკვე გადაწყვეტილი იყო" - განაცხადა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი ზალცბურგიდან დორტმუნდში 2020 წელს გადავიდა, ხოლო 2 წლის შემდეგ, მისი ტრანსფერი მანჩესტერ სიტიმ დახურა.