მადრიდის რეალი აშრაფ ჰაკიმის დაბრუნებას გეგმავს

მადრიდის "რეალი" მცველი აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს. 
როგორც The Athletic-ი იტყობინება, მადრიდელებს შეუძლიათ მაროკოელს 2025 ან 2026 წლებში გააფორმონ, თუ ის "პსჟ"-სთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. 
ჰაკიმის "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.








