იუვენტუსი პოგბასთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებისთვის ემზადება

როგორც მოგეხსენებათ, ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ დოპინგის გამო ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. 
30 წლის ფეხბურთელი გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და გაასაჩივრა. 
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "იუვენტუსი" პოგბასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკებისთვის ემზადება. 
აღსანიშნავია, რომ "ბებერ ქალბატონს" პოგბასთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა 30 მილიონ ევროზე მეტის დაზოგვის საშუალებას მისცემს. 







