ეროვნული ლიგის ახალი სეზონი მოქმედი ჩემპიონის მინიმალური გამარჯვებით გაიხსნა

გუშინ, ეროვნული ლიგის ახალი 2024 წლის სეზონი ბათუმის "დინამოსა" და ფოთის "კოლხეთის" მატჩით გაიხსნა.
"აჭარაბეთ არენაზე" გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე ბათუმელთა ახალწვეულმა ონორე გომისმა გაიტანა. ამრიგად, მოქმედმა ჩემპიონებმა სეზონი 3 ქულით გახსნა.
ანდრეი დემჩენკოს გუნდი მეორე ტურში 7 მარტს "გაგრას" დაუპირისპირდება, ხოლო "კოლხეთი" 6 მარტს - "სამტრედიას" შეხვდება.