როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ იუვენტუსთან მატჩში?

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "იუვენტუსს" დაუპირისპირდა.

შეხვედრა ნეაპოლელთა მინიმალური გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ანგარიში 42-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, რასაც 81-ე წუთზე ფედერიკო კიეზას გოლი მოჰყვა.
87-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ოსიმენმა ვერ გამოიყენა, თუმცა დამატებაზე რასპადორიმ გაიტანა (2:1).
ხვიჩა კვარაცხელიამ Sofscore-სგან 8.0 შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში კიეზასთან ერთად საუკეთესო იყო.
