მადრიდის რეალი მზადაა დევისის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს
მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში დაცვის გაძლიერებას გეგმავს.
Cadena SER-ის ცნობით, ესპანური კლუბი "ბაიერნის" მცველის ალფონსო დევისის ტრანსფერის თაობაზე თითქმის შეთანხმებულია.
წყარო აღნიშნავს, რომ "სამეფო კლუბში" მზად არიან ბონუსების გათვალისწინებით შეთავაზება 50 მილიონ ევრომდე გაზარდონ.
კანადელი ფეხბურთელი მადრიდელებთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
მიმდინარე სეზონში ალფონსო დევისმა "ბაიერნის" შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.