ჩელსიმ პოჩეტინოს შემცვლელად ორი მთავარი კანდიდატი შეარჩია

ლონდონის "ჩელსიმ" გუნდის მთავარ მწვრთნელად მაურისიო პოჩეტინოს შესაძლო შემცვლელები შეარჩია.
The Guardian-ის ცნობით, თუ არგენტინელი გაათავისუფლებენ, "არისტოკრატები" ორი სპეციალისტის კანდიდატურას განიხილავენ.
"ჩელსის" ინტერესთა სფეროში ლისაბონის "სპორტინგის" მწვრთნელი რუბენ ამორიმი და "ბრაიტონის" მწვრთნელი რობერტო დე ძერბი შედის.