იუვენტუსი ლაციოს ბრაზილიელი შემტევის ტრანსფერით ინტერესდება
ტურინის "იუვენტუსი" "ლაციოს" ერთ-ერთი ლიდერის ტრანსფერით ინტერესდება.
საუბარია გარემარბ ფელიპე ანდერსონზე, რომელიც შესაძლოა ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდეს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონი" კვლავ დაინტერესებულია გამოცდილი ბრაზილიელის ტრანსფერით, რომელსაც "ლაციოსთან" კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.
იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში ანდერსონმა 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.