ბაიერნი და პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდნენ

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის ორი 1/4 ფინალისტის ვინაობა ცნობილია - ბაიერნმა და პსჟ-მ მეტოქეები მარტივად დაამარცხეს.
პირველი მატჩის 1-0 წაგების შემდეგ, ბაიერნმა საკუთარ კედლებში ლაციო მიიღო და მეტოქეს მარტივად, 3-0 მოუგო. დუბლი კეინმა გაიფორმა, ხოლო ერთი გოლი მიულერის ანგარიშზეა.
პსჟ კი სოსიედადს კომფორტული უპირატესობით (2-0) ესტუმრა და მბაპეს დუბლით ინტრიგა მოკლა. მატჩის მიწურულს, მერინომ პრესტიჟის გოლი გაიტანა და პარიზულმა კლუბმა 1/8 ფინალური დაპირისპირება ორი მატჩის ჯამში 4-1 მოიგო.