უხვგოლიანი მატჩი ქუთაისში - ტორპედო იბერია 1999-თან დამარცხდა
საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტურში, ქუთაისის ტორპედომ საკუთარ კედლებში იბერია 1999 მიიღო და უხვგოლიან მატჩში 2-3 დამარცხდა.
შეხვედრის ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო, 48-ე წუთზე გაიხსნა - თავი სტუმართა შემტევმა, გიორგი კოხრეიძემ გამოიჩინა და პირველი ნახევარი მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.
მეორე ტაიმის დებიუტში, 49-ე წუთზე კოხრეიძემ დუბლი გაიფორმა, ხოლო 84-ე წუთზე შოთა ნონიკაშვილმა სხვაობა სამამდე გაზარდა. ზუსტად ორ წუთში, მასპინძელთა ნახევარმცველმა, ნიკოლა ნინკოვიჩმა ანგარიში შეამცირა, ხოლო 93-ე წუთზე ბიორნ იონსენმა მატჩის საბოლოო ანგარიში, 2-3 დააფიქსირა.
2 ტურის შემდეგ, იბერია 1999-ს 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობს, ხოლო ქუთაისის ტორპედო 3 ქულით მეორე ადგილზეა. მომდევნო ტურში ქუთაისური კლუბი თბილისის დინამოს ესტუმრება, ხოლო იბერია 1999 სამტრედიას უმასპინძლებს.