მატჩის საუკეთესო! როგორი შეფასება მიიღო ჩაკვეტაძემ დღევანდელ შეხვედრაში?

ინგლისის ჩემპიონშიპის 36-ე ტურში "უოტფორდი" საკუთარ მოედანზე "სუონსის" დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
გიორგი ჩაკვეტაძე შეხვედრაში 43-ე წუთზე ტრავმირებული სემას ნაცვლად ჩაერთო.
24 წლის ნახევარმცველმა 45+1 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 57-ე წუთზე კი ქართველის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს ჰოედტი გამოეხმაურა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვემ მოედანზე მხოლოდ ტაიმზე ოდნავ მეტი დაჰყო, Sofascore-სგან 8.0 შეფასება დაიმსახურა. ეს კი ჰოედტთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.