ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

"ნაპოლის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია თებერვალში გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამის შესახებ ნეაპოლიტანური გუნდის პრესსამსახური იტყობინება.

გასულ თვეში 23 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა, რიმელშიც სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
2023/24 წლების სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" შემადგენლობაში 35 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
