კოკე ატლეტიკოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა
მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა კოკემ შესაძლოა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.
კაპიტანს მოქმედი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება.
თუმცა, ჟურნალისტ მატეო მორეტოს თქმით, ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ნახევარმცველი კვლავ "ატლეტიკოში" დარჩება.
მხარეებმა მოლაპარაკებები გამართეს და შეთანხმებასთან ახლოს არიან.