ავტორიზაცია

ლუქსემბურგის შემტევს 15 თვიანი პატიმრობა ემუქრება

ლუქსემბურგის შემტევს 15 თვიანი პატიმრობა ემუქრება
თარიღი 08 Mar 2024, 22:28
ლუქსემბურის ეროვნული ნაკრების და ბრატისლავას სლოვანის შემტევი, ჟერსონ როდრიგესი შესძლოა პოლიციამ დააკავოს.

პროკურატურა 28 წლის ფეხბურთელს ყოფილი შეყვარებულის მიმართ ძალადობას ედავება და მის დაპატიმრებას მოითხოვს. სასამართლო პროცესი 27 მარტს არის ჩანიშნული.

ჟერსონ როდრიგესი ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2017 წლიდან იცავს და 59 მატჩში 20 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ 21 მარტს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის 1/2 ფინალში სწორედ ლუქსემბურგს უმასპინძლებს.