ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში ნაპოლის საიუბილეო 3600-ე გოლი გაიტანა
იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "ტორინოს" დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ანგარიში 61-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, აქედან სამ წუთში სანაბრიამ ეფექტური დარტყმით წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (1:1).
ანგარიში 61-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, აქედან სამ წუთში სანაბრიამ ეფექტური დარტყმით წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (1:1).
კვარას გოლი ნეაპოლური გუნდისთვის იტალიის ჩემპიონატის ისტორიის მანძილზე საიუბილეო 3600-ე გოლი გახლდათ.
ამრიგად, "პარტენოპეი" გახდა მეშვიდე იტალიური გუნდი 3600+ გოლით იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში (1929/30 წლების სეზონიდან) "იუვენტუსის", "მილანის", "ინტერის", "რომას", "ფიორენტინას" და "ლაციოს" შემდეგ.