იუვენტუსს ილდიზთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
ტურინის "იუვენტუსი" თავდამსხმელ კენან ილდიზთან თანამშრომლობის გახანგრძლივებას აპირებს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა თურქს მომავალში გუნდისთვის საკვანძო მოთამაშედ ხედავს.
შეგახსენებთ, რომ 18 წლის ილდიზს "იუვენტუსთან" მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ "იუვენტუსს" ფეხბურთელთან უფრო გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურს.
იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში ილდიზმა 17 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.