კვლავ საუკეთესო: როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა დღევანდელ მატჩში?

ესპანეთის ლა ლიგაში გამართული შეხვედრა ვალენსიასა და ხეტაფეს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ძირითად შეამდგენლობაში იყო ღამურების ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი.
მამარდაშვილმა მორიგი მაღალი დონის მატჩი ჩაატარა, 5 სეივი გააკეთა და ყველაზე მაღალი, 8.0 შეფასება მიიღო.
