ავტორიზაცია

ჩაკვეტაძეს ტრავმის სიმძიმე ცნობილია - როდის დაბრუნდება ქართველი შემტევი?

ჩაკვეტაძეს ტრავმის სიმძიმე ცნობილია - როდის დაბრუნდება ქართველი შემტევი?
თარიღი 10 Mar 2024, 16:40
ინგლისის ჩემპიონშიფის 37-ე ტურში, უოტფორდის შემტევმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და მოედანი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა.

Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის ქართველის დაზიანება მძიმე არ აღმოჩნდა და ვარჯიშის გაგრძელებას 4-5 დღეში შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის 1/2 ფინალში, საქართველოს ნაკრები თბილისში ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.