ავტორიზაცია

ბეთლაივ მასტერ ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები გამოვლინდნენ

ბეთლაივ მასტერ ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები გამოვლინდნენ
თარიღი 10 მარ 2024, 19:46
დასრულდა ბეთლაივ მასტერ ლიგის 2023 სეზონის დაჯილდოების ცერემონიალი და სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესო ფეხბურთელები გამოვლინდნენ.

მასტერ ლიგა 3:
საუკეთესო მეკარე - ალექსანდრე ხელაია
საუკეთესო მცველი - თემურ ზარქუა
საუკეთესო ნახევარმცველი - გოგიტა გოგუა
საუკეთესო უნივერსალი - ლევან გამხიტაშვილი
საუკეთესო ბომბარდირი - ნიკა ბიბილაშვილი
საუკეთესო ფეარპლეი - ალეკო კახაძე
საუკეთესო მენეჯერი - უჩა წიკლაური
საუკეთესო ფეხბურთელი - კოკა მიკუჩაძე

მასტერ ლიგა 2:
საუკეთესო მეკარე - თორნიკე ორთოიძე
საუკეთესო მცველი - ვაკო ბაჩიაშვილი
საუკეთესო ნახევარმცველი - ომარ შუბითიძე
საუკეთესო უნივერსალი - ირაკლი მოისწრაფიშვილი
საუკეთესო ბომბარდირი - ბუბა რუხაძე
საუკეთესო ფეირპლიე - დავით გამხიტაშვილი
საუკეთესო მენეჯერი - კახა ტოგონიძე
საუკეთესო ფეხბურთელი - ბუბა რუხაძე

მასტერ ლიგა 1:
საუკეთესო მეკარე - გიორგი ნადირაძე
საუკეთესო მცველი - მიხეილ თოფურია
საუკეთესო ნახევარმცველი - ალექსანდრე კობახიძე
საუკეთესო უნივერსალი - გიორგი ივანიშვილი
საუკეთესო ბომბარდირი - დავით მაკარაძე
საუკეთესო ფეარპლეი - ლუკა ბლიაძე
საუკეთესო მენეჯერი - ზურაბ ცერცვაძე
საუკეთესო ფეხბურთელი - მიხეილ თოფურია

თბილისის თასი:
საუკეთესო მეკარე - ნიკოლოზ შურღაია
საუკეთესო მცველი - გაგა ჯაფარიძე
საუკეთესო ნახევარმცველი - მიშა მუშკუდიანი
საუკეთესო უნივერსალი - ლევან მჭედლიძე
საუკეთესო ბომბარდირი - ლევან მაჭავარიანი
საუკეთესო ფეარპლეი - ზურაბ ხიზანიშვილი
საუკეთესო მენეჯერი - შოთა თოფურია
საუკეთესო ფეხბურთელი - ნიკოლოზ ენუქიძე

ბეთლაივ მასტერქაფი:
საუკეთესო მეკარე - დავით თურმანიძე
საუკეთესო მცველი - ლაშა თოთაძე
საუკეთესო ნახევარმცველი - გიორგი ნავალოვსკი
საუკეთესო უნივერსალი - ალექსანდრე იაშვილი
საუკეთესო ბომბარდირი - კახა კალაძე
საუკეთესო ფეარპლეი - ოთარ ხუციშვილი
საუკეთესო მენეჯერი - ჯემო მასხოევი
საუკეთესო ფეხბურთელი - დავით თურმანიძე

SMH Sports-ი ბეთლაივ მასტერ ლიგის აქტიური მხარდამჭერია და კომპანიის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა დაჯილდოების ცერემონიალზე პროექტის შესახებ ისაუბრა: "ჩვენთვის დიდი პატივია ასეთი მაგარი პროექტის მხარდაჭერა. პროექტთან თანამშრომლობა შარშან დავიწყეთ და წელს დიდი გეგმები გვაქვს. ვფიქრობ, შესაძლებელია მასტერ ლიგის ექსპორტი მინიმუმ რეგიონში, პირობითად უზბეკეთში, რომელიც ჩვენთვის ლაგაზეტადან და სეტანტადან გამომდინარე ახლო ტერიტორიაა და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს აღნიშნული გეგმის განხორციელების, რაც ტურნირს შემდეგ ეტაპზე აიყვანდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, რომელიც გვერდში უდგას პროექტს. და ასევე დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, რომელიც კვირიდან კვირამდე დიდი მოტივაციით ელოდება ტურის დაწყებას."