როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ დღევანდელ მატჩში?

საფრანგეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი მეცსა და კლერმონს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა მეცის ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.
გოლის გარდა, მიქაუტაძეს, ისედაც კარგი მატჩი ჰქონდა და საბოლოოდ, 7.0 შეფასება მიიღო.
