"დინამო თბილისის" წაგებით გორის "დილამ" ვერ იხეირა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"დინამო თბილისის" წაგებით გორის "დილამ" ვერ იხეირა



დღეს საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურის დასკვნითი 6 მატჩი გაიმართა. ყველა შეხვედრა ერთ დროს, 14:00 საათზე დაიწყო. უგოლოდ დასრულდა "გურია" - "ბოლნისის", "მერანი" - "სამტრედიას" და "ზუგდიდი" - "ზესტაფონის" მატჩები. ქუთაისში, "ცენტრალურ სტადიონზე" "ტორპედომ" "მეტალურგს" უმასპინძლა. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მიმდინარეობდა და შორიდანაც კარგად ჩანდა, რომ ფეხბურთელებს ძალიან ცუდ პირობებში მოუწიათ თამაში. ქუთაისში ძლიერი ქარი იყო, რამაც მატჩის ხარისხზეც იქონია. რუსთაველებმა 89-ე წუთზე გახსნეს ანგარიში. მასპინძელთა შეცდომისა და სტუმართა კარგი კომბინაციის შემდეგ ქავთარაძემ გამოიჩინა თავი. უხვგოლიანი მატჩი ჩატარდა მცხეთაში, სადაც "ვიტ ჯორჯიამ" გორის "დილას" უმასპინძლა. გორელები ორჯერ იგებდნენ შეხვედრას: ჯერ მოდებაძემ დააწინაურა სტუმრები, 22-ე წუთზე, თუმცა 11 წუთში დავლაშერიძემ წონასწორობა აღადგინა. 56-ეზე ადამაძემ კვლავ წინ გაიყვანა გორელები, 68-ეზე კი საბაძემ "ვეტერინარებს" ქულა გადაურჩინა. საბოლოო ანგარიში - 2:2. "დილას" რომ ეს მატჩი მოეგო, ზამთრის ჩემპიონი გახდებოდა, რადგან "დინამო თბილისმა" საჩხერეში "წაიბორძიკა". არც თუ სანახაობრივ მატჩში "ჩიხურას" ახალგაზრდა ფორვარდმა, თორნიკე მუმლაძემ 45-ე წუთზე შეძლო "დინამოს" დამწუხრება. საერთო ჯამში, 22 წლის თავდამსხმელს უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 5 გოლი აქვს გატანილი. იხილეთ: ჩიხურა 1:0 დინამოს მატჩის ამსახველი ფოტომასალა სატურნირო მდგომარეობა: დინამო თბ 15 9 2 4 26-13 29 დილა 15 8 4 3 22-13 28 სამტრედია 15 7 4 4 17-11 25 სპარტაკი 15 7 3 5 15-21 24 ბათუმი 15 7 3 5 17-14 24 მეტალურგი 15 6 5 4 19-15 23 ჩიხურა 15 6 4 5 17-17 22 მერანი 15 5 5 5 11-10 20 ზესტაფონი 15 4 7 4 29-22 19 გურია 15 4 7 4 16-23 19 შუქურა 15 4 6 5 14-17 18 კოლხეთი 15 4 5 6 13-17 17 ტორპედო 15 3 7 5 17-18 16 სიონი 15 3 5 7 12-19 14 ვიტ ჯორჯია 15 3 3 9 14-20 12 ზუგდიდი 15 2 6 7 8-17 12 ნინო გელაშვილის ფოტო (GOAL.GE)

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები