მანჩესტერ იუნაიტედმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შესაძლოა სარეკორდო ტრანსფერი განახორციელოს
მანჩესტერ "იუნაიტედმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა კლუბისთვის სარეკორდო ტრანსფერი გააკეთოს.
საუბარია ბენფიკას ნახევარმცველ ჟოაო ნევესზე, რომლის კონტრაქტიც გამოსასყიდ თანხად 120 მილიონ ევროს ითვალისწინებს.
Mirror-ის ცნობით, "იუნაიტედის" ახალი თანამფლობელი სერ ჯიმ რეტკლიფი მზადაა 19 წლის ფეხბურთელი დაიმატოს, რაც "წითელი ეშმაკებისთვის" რეკორდული გარიგება იქნება.
ამ დროისთვის კლუბის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი პოლ პოგბაა - ის 2016 წელს "იუვენტუსიდან" 105 მილიონ ევროდ შეიძინეს.