ნაპოლის პრეზიდენტი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში გუნდს დიდ პრემიას დაჰპირდა
იმ შემთხევაში თუ "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ბარსელონას" დაამარცხებს, ნეაპოლური გუნდის ფეხბურთელები დიდ პრემიას მიიღებენ.
La Gazetta dello Sport-ის ცნობით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში წარმატების შემთხვევაში გუნდს 10 მილიონის პრემიის გამოყოფას დაჰპირდა.
შეგახსენებთ, რომ პირველ თამაშში რომელიც "დიეგო არმანდო მარადონაზე" გაიმართა ფრედ 1:1 დასრულდა.
საპასუხო თამაში ბარსელონასა და ნაპოლის შორის ხვალ, 12 ნოემბერს გაიმართება.