კვარაცხელია სერია ა-ს ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში ნაპოლი ტორინოს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ 1:1 ითამაშა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მორიგი გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ ამ მატჩში 8.0 შეფასება მიიღო და სერია ა-ს ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
