ავტორიზაცია

საბერძნეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი-ოფისთვის შემადგენლობა დაასახელა

საბერძნეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი-ოფისთვის შემადგენლობა დაასახელა
თარიღი 12 მარ 2024, 15:43
საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ურუგვაელი სპეციალისტის განაცხადში გადამწყვეტი მატჩებისთვის, 27 ფეხბურთელი მოხვდა.

საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ოდისეას ვლახოდიმოსი (ნოტინგემ ფორესტი), გიორგიოს ათანასიადისი (აეკ), ალექსანდროს პასხალაკისი (ოლიმპიაკოსი), სოკრატის დიუდისი

მცველები: გიორგიოს ცაველასი (ათრომიტოსი), პანტელის ხაციდიაკოსი (კალიარი), პანოს რეცოსი (ოლიმპიაკოსი), დინოს კულიერაკისი (პაოკი), დინოს მავროპანოსი (ვესტ ჰემი), ჯორჯ ბალდოკი (შეფილდ იუნიატედი), ლაზაროს როტა (აეკი), მანოლის სალიაკასი (ზანკტ პაული), კოსტას ციმიკასი (ლივერპული)

ნახევარმცველები: დიმიტრის კურბელისი (კარაგუმრუკი), ანდრეას ბუხალაკისი (ჰერტა), მანოლის სიოპისი (კარდიფ სიტი), ტასოს ბაკასეტასი (პანათინაიკოსი), ანასტასიოს ჩაციოვანისი (ანკარაგიუჯუ), პეტროს მანტალოსი (აეკი), ზეკა (პანათინაიკოსი)

თავდამსხმელები: გიორგის მასურასი (ოლიმპიაკოსი), იანის კონსტანტელიასი (პაოკი), დიმიტრის პელკასი (ბაშაკშეჰირი), ფოტის იოანიდისი (პანათინაიკოსი), ვანგელის პავლიდისი (ალკმაარი), გიორგის იაკუმაკისი (ატლანტა იუნაიტედი), ხრისტოს ცოლისი (ფორტუნა დიუსელდორფი).

საბერძნეთის ნაკრები 21 მარტს, ნახევარფინალში ყაზახეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ფინალში გასვლის შემთხვევაში კი 26 მარტს, სტუმრად საქართველოს ან ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდება.