BREAKING: მაურიციო სარიმ ლაციო დატოვა
მაურიციო სარიმ "ლაციოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ ავტორიტეტული ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იუწყება.
წყაროს ცნობით, 65 წლის სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობას დღეს შუადღისას განუცხადა, რომ გუნდს ტოვებს.
სარი "ლაციოს" 2021 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა.
მიმდინარე სეზონში რომაელები იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მეცხრე ადგილზე არიან.