როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ ბარსელონასთან მატჩში?

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე "ნაპოლის" დაუპირისპირდა.

შეხვედრა "ბლაუგრანას" დამაჯერებელი გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
როგორც მოგეხსენებათ, პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ამრიგად, ხავის გუნდმა მეოთხედფინალური ეტაპის საგზური გაინაღდა.
სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც 90+3 წუთზე ნგონგემ შეცვალა.
კვარამ Sofascore-სგან 7.6 შეფასება დაიმსახურა, რაც ნეაპოლელთა რიგებში მერეტის შემდეგ მეორე საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
