მადრიდის რეალი მბაპეს ოლიმპიადაზე არ გაუშვებს

მადრიდის "რეალის" პოტენციური ახალწვეული კილიან მბაპე, სავარაუდოდ, ზაფხულში ოლიმპიურ თამაშებზე არ ითამაშებს.
2024 წლის ოლიმპიადა პარიზში გაიმართება და "პსჟ"-ს ვარსკვლავი ფორვარდი საფრანგეთის ნაკრების საშინაო ტურნირზე თამაშს განიხილავს.
L'Equipe-ის ცნობით, მბაპეს ამის გაკეთებას მადრიდის "რეალში" გადასვლის შემთხვევაში ვერ შეძლებს.
მადრიდული კლუბი არ დაუშვებს ფრანგს ტურნირზე თამაშს, რადგან ეს გარკვეულ რისკებთანაა დაკავშკრებული.