დე ბრუინი ბელგიის ნაკრებში ტრავმის გამო არ გამოიძახეს
მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ბელგიის ეროვნულ ნაკრებს მომავალ მატჩებში ვერ დაეხმარება.
ჟურნალისტ კრისტოფ ტერერის ინფორმაციით, სანაკრებო შესვენების დროს ნახევარმცველი "ქალაქელების" განკარგულებაში იქნება.
აღსანიშნავია, რომ დე ბრუინმა ცოტა ხნის წინ საზარდულის ტრავმა მიიღო, რის გამოც ბელგიის ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩა.
32 წლის დე ბრუინმა ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.